ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა და ახლანდელმა წევრების ნაწილმა ბაიდენის გუნდთან თანამშრომლობა დაიწყო - CNN

საქართველო, თბილისი - 10:55 | 19.11.2020
ნანახია: 745

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა და ახლანდელმა თანამშრომლების ნაწილმა ჯო ბაიდენის გარდამავალ გუნდის წევრებთან თანამშრომლობა დაიწყო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ტელერახს განუცხადა, რომ კონტაქტების დამყარება განიხილება როგორც „ქვეყნის წინაშე ვალის მოხდა“. ტელერახის წყარის თანახმად, ეს საუბრები დეტალიზირებული არ არის, თუმცა ბაიდენის  გუნდს დაეხმარება იმ პრობლემების გაცნობიერებაში, რომლებიც ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წარმოიშობა.

ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედმა თანამშრომელმა ტელეარხს განუცხადა, რომ ბაიდენის გუნდთან არაფორმალური კონტატქები აქვს.  

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. 

იმის მიუხედავად, რომ ჯო ბაიდენი გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ტრამპი ჯერ კიდევ არ აღიარებს მისი დემოკრატი მეტოქის გამარჯვებას.

შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებს, რომ სულ მცირე 2.7 მილიონი ხმა "მოპარეს".

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე