საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „წლის სოციალური საწარმო“ გამოვლინდა
საქართველო, თბილისი - 18:18 | 20.11.2020 ნანახია: 1187საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის წახალისებას განაგრძობს. 19 ნოემბერს სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ ორგანიზებული- „სოციალური მეწარმეობის მე-9 ფორუმი“ გაიმართა. ღინისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) იყო. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო სპიკერები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სოციალურ საწარმოთა ალიანსებიდან წარსდგნენ. ფორუმის ბოლოს კი ფარული კენჭის ყრით „წლის სოციალური საწარმო“ „გუმბათი“ გამოვლინდა, რომელსაც საქართველოს ბანკის მიერ გრანტი გადაეცა.
სოციალური საწარმო გუმბათი არის ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების ადგილი წალკაში, რომლის მისიაა წალკის თითოეულ მაცხოვრებელს ჰქონდეს თანასწორი, უსაფრთხო და განვითარებული საცხოვრებელი გარემო.
წლევანდელი ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და ფიზიკურ სივრცეში წარმოდგენილ მომხსენებლებს დამსწრეები Zoom-ის საშუალებით ადევნებდნენ თვალყურს. ფორუმის ძირითადი თემები აერთიანებდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ახალგაზრდები და სოციალური მეწარმეობა; სოციალური მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერა: არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები; კრიზისული სიტუაციების მართვა და მისი დაძლევის საუკეთესო მაგალითები ქართველ სოციალურ მეწარმეებთან და COVID-19-თან მიმართებაში.
„საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. გვეამაყება, რომ ბანკის ჩართულობით, სოციალური მეწარმეობის ფორუმი საქართველოში უკვე მეცხრედ ჩატარდა. პროექტის ფარგლებში ის საწარმოები ფინანსდება, რომლებიც ორმაგი - ეკონომიკური და სოციალური მიზნებით გამოირჩევიან. სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლება და მეტი ადამიანის, სფეროს და ადგილის განვითარება ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR- ის მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება და მისი მიზანია კონცეფციის პოპულარიზაცია და სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირება საქართველოში. ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ და გააძლიერონ საქმიანი კავშირები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ სოციალური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით და მხარს უჭერენ კონცეფციას. წელს სოციალური მეწარმეობის ფორუმი საერთაშორისო კვირეულის ფორმატში გაიმართა, რითიც საერთაშორისოდ დაგეგმილ ღონისძიებებს შეურთდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















