ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია "ენკა რინიუებლზი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 17:33 | 28.11.2020 ნანახია: 708
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია "ენკა რინიუებლზი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, რომელიც ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტთან და კომპანია "ენკასთან" დაკავშირებით ვრცელდება.
"ენკა" 63-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 20 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
2014-2020 წლების განმავლობაში იგი წარმატებით ოპერირებდა ქართულ ბაზარზე და სულ ახლახანს დაასრულა "სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტი" (SCPX განხორციელდა წალკაში, გარდაბანსა და ახალციხეში), რომელიც დღემდე კეთილგანწყობით სარგებლობს მის არეალში მცხოვრებ მოსახლეობაში.
"ენკა" ყოველთვის დროულად უზიარებდა დაინტერესებულ მხარეებს ზუსტ ინფორმაციას კომპანიის აქტივობების თაობაზე. ამჯერადაც გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ფაქტები ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის შესახებ. ამ ფაქტების დამადასტურეელი დოკუმენტები კი ჩართული მხარეებისათვის ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი.
1. "ენკას" არანაირი ტექნიკური თუ კომერციული ურთიერთობა არ გააჩნია შუახევი ჰესის პროექტთან. ,,ენკა“ აჭარაში აშენებული ამ ჰესის არც მფლობელია, არც მშენებელი კომპანია.
2. ვრცელდება უსაფუძვლო სპეკულაციები, თითქოს კომპანია ხეობაში 3000 თურქი მუშახელის ჩასახლებას გეგმავს. პროექტის ფარგლებში არ არსებობს არანაირი გეგმა თურქეთის მოქალაქეების რიონის ხეობაში ან საქართველოს სხვა რეგიონში ჩამოსახლებასთან დაკავშირებით.
3. სპეკულაციები კაშხლის უსაფრთხოებასთან, დატბორვის საშიშროებასთან, კლიმატის ცვლილებასთან, გეოლოგიურ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით არანაირ სამეცნიერო შესწავლასა თუ კვლევას არ ეფუძნება, მაშინ, როდესაც თავად "ენკა" როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე ცნობილ საინჟინრო კომპანიებსა და გამოცდილ ექსპერტებთან თანამშრომლობს. „ენკას“ ჩატარებული აქვს ყველა კვლევა, რომელსაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა პროექტის ამ სტადიაზე მოითხოვს.
4. "ენკამ" დამატებით გამოიკვლია ექსტრემალური სეისმური სცენარები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კაშხლის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება და პროექტი სრულ შესაბამისობაშია დიდი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის ნორმებთან და სტანდარტებთან. აღნიშნული დამატებითი კვლევის შედეგები საჯაროდ იქნა წარმოდგენილი 2020 წ. 19 ოქტომბერს თბილისში, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" კონფერენციაზე, რომელსაც ჰიდროინჟინერიის ექსპერტები, სამეცნიერო წრეების, ჰიდროელექტროსადგურების დეველოპერი კომპანიებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. დარგის სპეციალისტების აღიარებით, ქვედა ნამახვანი ჰესის კაშხალი ყველაზე უსაფრთხო იქნება საქართველოში არსებულთაგან.
5. გარდა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ჩატარებულისა, "ენკამ" ინტენსიურად იმუშავა ნამახვანის პროექტთან დაკავშირებული ყველა ასპექტის კვლევაზეც. განსაკუთრებული ყურადღება კომპანიამ დაუთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გეოლოგია, ჰიდროგეოლოგია, სეისმურობა, მეწყერსაშიში ზონები, ჰიდროლოგია, კაშხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინა დიზაინის ოპტიმიზება საერთაშორისო ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად. სწორედ ამ ოპტიმიზებული, გაუმჯობესებული დიზაინისა და ზემოთ ხსენებული ყველა კვლევის საფუძველზე მიიღო კომპანიამ 2020 წლის დასაწყისში განახლებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და მშენებლობის ნებართვა.
6. 2020 წ. 22 აპრილს "ენკა რინიუებლზის" სახელზე გაიცა განახლებული ნებართვა (სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვა №60-04), რომლის ფარგლებშიც ამ ეტაპზე კომპანიისთვის ნებადართულია მოსამზადებელი რიგისა და მიწის სამუშაოების განხორციელება.
7. ხსენებული დოკუმენტის თანახმად, დასაშვებია დეტალური პროექტებისა და საექსპერტო დასკვნების წარდგენა ეტაპობრივად, თითოეული სტრუქტურის მიხედვით. ამ ეტაპზე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში წარდგენილია და მასთან შეთანხმებულია სადერივაციო გვირაბის დეტალური პროექტი შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით. საპროექტო არეალში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილი, საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, უკვე პრივატიზებულია "ენკა რინიუებლზის" მიერ. ამჟამად სრულდება დარჩენილი ნაკვეთების გამოსყიდვის პროცესი, რის შემდეგაც მათი გადმოცემის პროცესი დაიწყება.
8. "ენკა" განაგრძობს მჭიდრო კავშირს ხეობის მოსახლეობასთან მდგრადი და ბიზნესზე ორიენტირებული სათემო საინვესტიციო პროექტების შემუშავებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით. კომპანიის თაოსნობით იქმნება ასოციაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ღვინის წარმოებას, ბოთლების დამზადებას, ისევე, როგორც ადგილობრივი წარმოების ღვინისა და თაფლის რეალიზებას. სულ ახლახანს გაფორმდა ხელშეკრულებები ადგილობრივი წარმოების 4 ტონა თაფლის ყაზახეთის ბაზარზე რეალიზებისა და 5 ტონის რუსეთის ბაზარზე გაყიდვის თაობაზე. ამავდროულად, ადგილობრივ მეღვინეთა შემოსავლის გაზრდის მიზნით ხეობაში ღვინის ქარხნის მშენებლობა დაიწყება.
9. მშენებლობის ეტაპზე ადგილობრივთა დასაქმებით ნამახვანის ჰესების პროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, კერძოდ, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. პიკურ ნიშნულზე პროექტი 2000 ადამიანს დაასაქმებს და მათი 80% საქართველოს მოქალაქე იქნება.
10. რაჭის მაგალითით (შაორის წყალსაცავი) თუ ვიმსჯელებთ, ნამახვანი ჰესის კაშხალი და წყალსაცავი მიმდებარე არეალითურთ ახალ შესაძლელობებს გააჩენს ქუთაისში ტურისტული ბიზნესისთვისაც.
ადამიანი, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემხრობა, ვერ უგულებელყოფს, რომ ენერგიის გამომუშავებისთვის ადგილობრივი რესურსების გამოყენება და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება ქვეყნის დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ნამახვანის ჰესების კასკადი მნიშვნელოვანწილად შეამცირებს საქართველოს ენერგოდამოკიდებულებას სხვა ქვეყნების ენერგორესურსებზე (ელექტროენერგია და ენერგომატარებლები).
კომპანია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას დიალოგისთვის და პროექტის შესახებ სიმართლით დაინტერესებული ყველა მხარისათვის ინფორმაციის გაზიარებისთვის".
პოლიტიკა
- საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე
- პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე
- სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას - გიგა ფარულავა
- არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაღაც ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
- სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
- CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
- ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















