მერიამ საახალწლო კონცერტებისთვის 2.7 მლნ ლარის ტენდერები გამოაცხადა - ფლანგვის დეტექტორი

საქართველო, თბილისი - 23:33 | 14.12.2020
ნანახია: 761

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ახალი წლის კონცერტების ჩასატარებლად 2.7 მილიონი ლარის ტენდერები გამოაცხადა.

ორგანიზაციის ცნობით, მერია 100,000 ლარს დახარჯავს კონცერტებისთვის ფოიერვერკების შესასყიდად და 216,000 ლარს კონცერტების დიდ ეკრანზე გასაშუქებლად.

"2021 წელს, 261 მილიონი ლარით შემცირებული ბიუჯეტის პარალელურად, 5.5 მილიონი ლარით იზრდება თბილისის მერიის შრომის ანაზღაურება.

თბილისში მინიმუმ 106,253 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეშია და უფასო სასადილოების ბენეფიციართა დღიური რაციონი მომავალი წლისთვისაც 1.3 ლარით განისაზღვრება", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე