112-ში დღიური მომართვიანობა დაახლოებით 31%-ით შემცირდა - გიორგი არსოშვილი
საქართველო, თბილისი - 14:05 | 25.12.2020 ნანახია: 739
საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა, 112-ში ზარების შემცირების შესახებ ისაუბრა. როგორც არსოშვილმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში 112-ზე მომართვიანობის კლების ტენდენციაა, ყველაზე დაბალი მომართვიანობა დაფიქსირდა 20 დეკემბერს, დაახლოებით 10 000 ზარი, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, ცოტა ხნის წინ, 30 000-მდე ზარი შედიოდა.
"პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ 112-ში არსებული მდგომარეობა მომართვიანობის თვალსაზრისით. ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სხვა დანაყოფი, 112-იც პანდემიის პირობებში მობილიზებულია მაქსიმალურად, რომ ყველა მოქალაქეებმა მიიღოს შესაბამისი დახმარება.
112-მა პანდემიის ფარგლებში შეიძინა განსაკუთრებული დატვირთვა, ნებისმიერ მოქალაქეს, ან ვისაც ჰქონდა დადასტურებული შემთხვევა, შეეძლო მომართვა გაეკეთებინა 112-ში. შესაბამისად, წინა წელთან შედარებით 112-ში მომართვიანობა დაახლოებით 80% არის გაზრდილი. ამ ფაქტორმა გამოიწვია, გარკვეული დაყოვნება 112-თან დაკავშირების თვალსაზრისით, რისთვისაც თითოეულ მოქალაქეს მინდა ბოდიში მოვუხადო.
ჩვენ ყველა ღონისძიება გავატარეთ, რათა აღმოფხვრილიყო ეს მოლოდინები. პირველი რაც გაკეთდა - ჩვენ გავხსენით დამატებითი, ალტერნატიული ცენტრის გახსნა. ამ ცენტრშიც ხდებოდა ასევე ზარების მიღება. მეორე რაც გაკეთდა - ყველა თანამშრომელი გადაყვანილი იქნა განსაკუთრებულ ცვლებში. ასევე, რაც გაკეთდა - დაემატა ოპერატორები და 200 ოპერატორი დაემატა პანდემიის ფარგლებში 112-ს. ასევე გაძლიერდა სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურა, რათა თითოეულ მოქალაქეს შეუფერხებლად შეძლებოდა დაკავშირება 112-თან.
ასევე, 112 დაიყო სამ არხად: 112, 112-1 და 112-2, რათა რაციონალურად მომხდარიყო სატელეფონო ზარების გამოყენება.
მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად პანდემიური ფონისა, და მიუხედავად მაღალი მომართვიანობისა, 112 არამიზნობრივი ზარები არ შემცირებულა და ყოველდღიურად, სამწუხაროდ, მომართვიანობა 112-ში არის დაახლოებით 30%.
კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომ 112 გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გვესაჭიროება კონკრეტული დახმარება.
რაც შეეხება ბოლო ტენდენციებს, მინდა გითხრათ, რომ ბოლო ტენდენცია 112-ში არის საკმაოდ დადებითი. ვინაიდან შემცირებული არის მომართვიანობა, როგორც სასწრაფო სამედიცინო ხასიათის გამოძახებებზე, ასევე კოვიდ კონსულტაციებთან დაკავშირებით - მომართვიანობა შემცირებულია დაახლოებით 38%-ით. ასევე მომართვიანობა შემცირებული გვაქვს საშუალოდ, დღიური მომართვიანობა დაახლოებით 31%-ით და რაც ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დაბალი მომართვიანობა დაფიქსირდა უკვე 20 დეკემბერს, დაახლოებით 10 000 ზარი იყო მხოლოდ, მაშინ როდესაც პანდემიის პირობებში, ჩვენ ვღებულობდით 27 000 და 30 000 ზარსაც.
ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვეიმედება, რომ ეს ტენდენცია იქნება შენარჩუნებული და უფრო ნაკლებ მოქალაქეს დასჭირდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარება", - განაცხადა გიორგი არსოშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















