2020 წლის მნიშვნელობა საქართველოს ფოსტისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის
საქართველო, თბილისი - 11:23 | 31.12.2020 ნანახია: 893
“საქართველოს ფოსტისთვის”, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის, 2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, კომპანია საქმიანობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, რომელიც საფოსტო - საკურიერო მომსახურების გაწევას შეუზღუდავად, მაგრამ ამავე დროს, ჯანდაცვის გაიდლაინების შესაბამისად ითვალისწინებს.
ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მაქსიმალური სიფრთხილით გვეზრუნა ადამიანების ჯანმრთელობაზე, დაგვეცვა სახელმწიფო და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ზომები და ამავდროულად არ შეგვეწყვიტა სერვისების მიწოდება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.
ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უზრუნველვყავით მთელი საქართველოს მასშტაბით სერვისცენტრებში, საფოსტო გაცვლის და დახარისხების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, თანამშრომლები აღიჭურვნენ დამცავი საშუალებებით. „საქართველოს ფოსტის“ თითოეული თანამშრომელი წლის განმავლობაში გაორმაგებული დატვირთვით აგრძელებდა მუშაობას იმისათვის, რომ უწყვეტ რეჟიმში მიგვეწოდებინა სერვისები ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ თანამშრომელთა დიდ ნაწილს საველე სამუშაოს შესრულება უწევდა, რაც მათი საქმიანობის ფორმატიდან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს და დისტანციურად ვერ განხორციელდება. ჩვენ შევძელით საკადრო პოლიტიკის ისე წარმართვა, რომ მიუხედავად რიგი დაბრკოლებებისა, არცერთ თანამშრომელთან არ შეწყვეტილა შრომითი ურთიერთობა.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შევცვალეთ გზავნილთა ჩაბარების ფორმატი. ჩვენი თანამშრომლები გზავნილების ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფენ ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადაში შევქმენით ახალი მომსახურება „სახლიდან სახლში“, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას მისცემდა სახლიდან გაუსვლელად მიეღოთ საფოსტო მომსახურება ქვეყნის შიდა გზავნილებზე და ამავდროულად დაეცვათ რეკომენდაცია „დარჩით სახლში“, რათა ხელი შეგვეწყო ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.
ასევე, საქართველოში საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ ვაჭრობაზე, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარებით იყო განპირობებული. მოვახდინეთ სერვისების სრული ადაპტაცია ელექტრონული კომერციის ბიზნესის მოთხოვნებზე და ქვეყნის შიგნით ელექტრონული კომერციის ხელშეწყობის მიზნით შევქმენით კიდევ ერთი სრულიად ახალი პროდუქტი „კორპორატიული საკურიერო მომსახურება“, რომელიც მოიცავს ელექტრონული გზით შეძენილი პროდუქციის მიწოდების სრულ სერვისს ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ „კორპორატიული საკურიერო მომსახურება“ გულისხმობს „სახლიდან სახლში“ („Door to door delivery“) სერვისს. ასევე, შეძენილი ნივთის ღირებულების გადახდას ადგილზე („Cash On Delivery“), როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
ასევე, დავიწყეთ სოციალური პროექტები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით
„საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო 70 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან, სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი შიგთავსის მქონე საფოსტო გზავნილის საცხოვრებელ მისამართებზე უსასყიდლოდ მიწოდება. „საქართველოს ფოსტამ“ ასევე უზრუნველყო საქართველოში წარმოებული პირბადეების ბინაზე მიწოდება 70 წელს გადაცილებული მარტო მცხოვრები პენსიონერებისთვის და გლუკომეტრის ტესტ-ჩხირების და პირბადეების მიწოდება შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტამ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დახმარება გაუწია გაეროს საქართველოს წარმომადგენლობას და საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლობას, საქართველოს მოქალაქეებისათვის სხვადასხვა საკვების, პირველადი მოხმარების და სამედიცინო დანიშნულების საგნების ბინაზე მიწოდებაში.
მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ვმუშაობთ როგორც არსებული სერვისების განვითარების მიმართულებით, ასევე ახლის დასანერგად. მიმდინარე ეტაპზე ორიენტირებული ვართ ციფრული სერვისების განვითარებაზე. დაგეგმილი გვაქვს მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მიმართულებით.
დღეს „საქართველოს ფოსტა“ 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოახდინოს გზავნილის სწრაფი მიწოდება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















