გაფიცულ კურიერებს შრომითი ხელშეკრულება შევუჩერეთ. მივმართეთ სასამართლოს გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით - "საქართველოს ფოსტა"
საქართველო, თბილისი - 17:10 | 09.01.2021 ნანახია: 893
გაფიცულ კურიერებს შრომითი ხელშეკრულება შევუჩერეთ. მივმართეთ სასამართლოს გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ "საქართველოს ფოსტამ" "პრაიმნიუსჯორჯიას" გორის სერვისცენტრის კურიერების გაფიცვასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც "საქართველოს ფოსტამ" "პრაიმნიუსჯორჯიასთან" საუბრისას განაცხადა, კურიერებისთვის შრომითი ხელეკრულების შეჩერება, მათი მხრიდან დამატებითი ჯილდოს მოთხოვნამ განაპირობა.
ამასთან, "საქართველოს ფოსტამ" გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.
"საქართველოს ფოსტისთვის, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის, 2020 წელი გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის და მისგან განპირობებული დაბრკოლებებიდან გამომდინარე, მსოფლიოს მასშტაბით საფოსტო ადმინისტრაციები ოპერირებდნენ ფორსმაჟორულ ვითარებაში. ქვეყანაში მობილობის შემცირების მიუხედავად, საქართველოს ფოსტა საქმიანობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა და როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, შეუზღუდავად შესთავაზა საფოსტო/საკურიერო მომსახურება.
მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად რიგი დაბრკოლებებისა პანდემიის პირობებში, საქართელოს ფოსტამ შეძლო საკადრო პოლიტიკის იმგვარად წარმართვა, რომ არცერთ თანამშრომელთან არ შეწყეტილა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნება კომპანიისთვის ყოველთვის იყო და ახლაც რჩება პრიორიტეტად.
საქართველოს ფოსტის გორის სერვისცენტრში მომუშავე კურიერებმა 5 იანვრიდან დამატებითი ჯილდოს მოთხოვნით, უარი განაცხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაზე და გაიფიცნენ, რამაც გამოიწვია სამუშაო პროცესის შეფერხება. მაშინ, როცა მსოფლიო პანდემიის ფონზე საქართველოს ფოსტამ ყველა ღონისძიებას მიმართა იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა თითოეული სამუშაო ადგილი და მეტიც, თანამშრომლებს შეუფერხებლად მიეღოთ კუთვნილი ანაზღურება, გორის სერვისცენტრის კურიერების მხრიდან დამატებითი ჯილდოს მოთხოვნამ განაპირობა საქართველოს ფოსტის გადაწყვეტილება შეეჩერებინა შრომითი ხელშეკრულება აღნიშნულ პირებთან და მიემართა სასამართლოსთვის გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით", - აცხადებს "საქართველოს ფოსტა".
შეგახსენებთ, გორის სერვისცენტრის კურიერები 5 იანვარს გაიფიცნენ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















