დავით ბაქრაძემ ევროპა-უკრაინის მე-9 ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 16:05 | 25.01.2016 ნანახია: 1948ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე 24-25 იანვარს სამუშაო ვიზიტით პოლონეთში, ქ. ლოძში ევროპა-უკრაინის მე-9 ფორუმზე იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გაიმართულ დისკუსიაში: „რა დახმარება შეიძლება გაუწიოს საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით?“. დისკუსიის მონაწილეებმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე, საერთაშორისო საზოგადოების, როგორც მედიატორის შესაძლებლობებსა დასაერთაშორისო საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. „ჩემი მოხსენება შეხებოდა იმ გამოწვევებს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელწიფოებს-საქართველოს, უკრაინას გააჩნია ევრონტეგრაციის გზაზე, შესაბამისად, თუ რა ფორმით უნდა გამოხატოს ევროპამ დახმარება ამ სახელმწიფოებისთვის, იქნება ეს ასოცირების შეთანხმების კონტექსტში ვაჭრობის ზრდის, იქნება ეს ქვეყნებში დასაქმების ხელშეწყობის, თავისუფალი მიმოსვლის ხლშეწყობის, თუ სხვა მიმართულებებით.“-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
როგორი უნდა იყოს თანამედროვე სახელმწიფო და რა შეიძლება იყოს განვითარების პრიორიტეტები-ამ თემაზე იმსჯელეს ევროპა-უკრაინის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მორიგსესიაზე. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აღნიშნულ დისკუსიაშიც მონაწილეობდა. სესიაზე ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებში ელექტრონული მმართველობის სისტემის განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
ევროპა-უკრაინის ფორუმის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიტვის ელჩთან პავილიონის ზიგიმანტასთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ლიტვისდელეგაციის წევრთანრასაიუკნევიჩენესთან(ყოფილი თავდაცვის მინისტრი) და ლიტვის ოპოზიციური სეიმის ლიდერთან კუბილიუს ანდრიუსთან(ყოფილი პრემიერ-მინისტრი).
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა ლიტვურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ.
ლიტვური მხარის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების, ისე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული შედეგები. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დროულად ამოქმედების მნიშვნელობა.
საუბარი, ასევე, შეეხო 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებს. ლიტვურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. გამოითქვა იმედი, რომ სამიტის გადაწყვეტილებებში ადეკვატურად აისახება საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















