გავრილოვი მაშველ რგოლად ევლინება ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას - ანრი ოხანაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:39 | 16.02.2021
ნანახია: 629

"ჩემთვის ნიკანორ მელია, გავრილოვი და ნაციონალური მოძრაობა არის ერთი მედლის ორი მხარე", - ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ენმ-ის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას.

"ყოველთვის მაშველ რგოლად ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი. ერთ დღეს გავრილოვი გავისტუმრეთ საქართველოდან იმ ქმედებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. შესაბამისად, მაშველ რგოლად ევლინება ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას". - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ნიკა მელიას შესაძლო დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე