გიორგი ბარამიძე, რომელიც ენმ-ს ოფისში დაშავდა, სავარაუდოდ კლინიკაშია გადაყვანილი

საქართველო, თბილისი - 11:04 | 23.02.2021
ნანახია: 610

ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში სამართალდამცველების შეჭრის დროს იმყოფებოდა,  ფიზიკური დაზიანება მიიღო და გონება დაკარგა. არსებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, პოლიციამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა უცნობია, რომელ საავადმყოფოშია ის მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტიის ოფისთან 21 პირი დააკავეს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. ის პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე