დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეშფოთებას გამოთქვამს ნიკა მელიას დაკავების გამო

საქართველო, თბილისი - 21:42 | 23.02.2021
ნანახია: 723

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი შეშფოთებას გამოთქვამს ნიკა მელიას დაკავების გამო. შესაბამისი განცხადება დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს "ტვიტერის" გვერდზე ვრცელდება.

"ღრმა შეშფთოებას გამოვთქვამთ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გაღრმავებით, რომელიც ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება და პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ დიალოგში", - ვკითხულობთ განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე