შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი 25 თებერვლიდან ამოქმედდება

საქართველო, თბილისი - 14:25 | 24.02.2021
ნანახია: 543

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 25 მარტიდან შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი ამოქმედდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, ხოლო საბაგიროები 8 მარტიდან;

ხსაქალაქთაშორისო ტრანსპორტი ხვალიდან განახლდება.

რესტორნები ბათუმში შიდა სივრცეებში მუშაობას 1-ლი მარტიდან განაახლებენ, ხოლო დანარჩენ საქართველოში - 8 მარტიდან.

შენარჩუნდება გადაადგილების შეზღუდვა ღამის 21:00 საათიდან - 05:00 საათამდე.

სპორტული დარბაზები გაიხსნება - 15 მარტიდან

საბავშვო ბაღები - პირველი მარტიდან

უმაღლესი, პროფ სასწავლებლები - პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობა 1-ლი მარტიდან, სასწავლო პროცესი - 15 მარტიდან

მუზეუმები და ბიბლიოთეკები - 1-ლი მარტიდან

თეატრები - რეპეტიციის განახლება 15 მარტიდან, სპექტაკლები 1-ლი აპრილიდან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე