იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას - სენატორი მენენდესი

საქართველო, თბილისი - 11:11 | 25.02.2021
ნანახია: 749

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ბობ მენენდესი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

სენატორი მენენდესი პოლიტიკური მხარეებს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს.

"იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას. პოლიტიკური უთანხმოება არასოდეს უნდა გადაწყდეს ძალადობით ან აგრესიით. მე, როგორც ქართველი ხალხის მეგობარი, მოვუწოდებ ყველას, დაუბრუნდნენ მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგს", - წერს მენენდესი სოციალურ ქსელში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე