პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მელიასა და რურუას გათავისუფლება, ახალი არჩევნები - ოპოზიციის მოთხოვნები ხელისუფლებას

საქართველო, თბილისი - 15:00 | 26.02.2021
ნანახია: 580

პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციის ერთიანი მიმართვა გააცნო.

"დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. საპარლამენტო არჩევნების გაყალბების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრებისა და ოპოზიციური პარტიის შტურმით აღების შემდეგ, საფრთხე უფრო რეალური გახდა. ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუსეთს, ოკუპანტს, რომლის ამოცანა ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა.

ამ კრიზისის განსამუხტად და პროცესების მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად, აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება, და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას შემუშავებულ საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.

ესაა საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა და ეს პოზიცია არ გადაისინჯება", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე