დგება წუთი, როდესაც ჩვენი ხალხის ღირსების შემლახავთა მიმართ მოთმინება ვეღარ იქნება მისაღები. ვიბრძოლებთ ბოლომდე - ნიკა მელია
საქართველო, თბილისი - 15:14 | 26.02.2021 ნანახია: 696
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ შეკრებილებს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას წერილი გააცნო, რომელიც მან ციხიდან გამოგზავნა:
"მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს, თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს. მოგესალმებით და მიხარია, რომ აქ ხართ. მიხარია, რომ ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა, ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ.
ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ახლა, ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე, ყოველი ახალი წინაღობა, ყოველი ახალი გამოწვევა მეტ ძალას, მეტ ენერგიას, მეტ შემართებას მმატებს. ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ნება, ჩვენ გვაქვს მიზანი და მოტივაცია, მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლარიზაციის პროცესი, გვქონდეს უკეთესი საქართველო, გვქონდეს თავისუფლება. ვიცი, რომ თბილისის ქუჩებში ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას. დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოოდ თავისუფლებას.
დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის ძალისმიერი შტურმის დროს, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ. ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, არ ეშინოდა არავის და არაფრის, ვინც იდგა ჩვენ გვერდით, ვინც იდგა პარლამენტის წინ, ვინც იდგა ისტორიის სწორ მხარეს.
ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალებაში, თუმცა ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა, 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჩვენი სამშობლოს მიმართ. 2019 წლის 20 ივნისსაც და 2021 წლის 23 თებერვალსაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად და ვიცავდით ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას, გავრილოვების, ლავროვების და მათი მორჩილი პირებისგან თავისუფალ, ერთიან, ქართული სახელმწიფოს იდეას.
ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა. მინდა მივმართო მათ, ვინც დღეს ჩვენი სახელმწიფო მიიტაცა და ძარცვავს – თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო და დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება, მაგრამ არასდროს, არასდროს დანებებით. მხოლოდ ბრძოლით და მხოლოდ მოძრაობით. ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით, ყოველ კრიზისში ახალი შესაძლებლობების პოვნით და ისევ, მხოლოდ ერთიანობით. მე მინდა ვიყო საქართველოს თავისუფალი მოქალაქე. ვიაროთ წინ, ვიაროთ ერთად, დაბრკოლებების გარეშე, თავისუფლად.
მე მინდა ვიცხოვრო ღირსეულად, მაგრამ არ გვაცლიან, რადგან მათ არ სჭირდებათ თავისუფალი ხალხი საქართველოში. სამშობლოს სიყვარულის და ღირსების დაცვის გამო, თავისუფლება აღმიკვეთეს და შემდეგ 40 000 ლარად იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს. თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ. დღეს, საკნის ოთხი კედელი სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაა და მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი, როგორც ახლა. ჩემთვის და ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლება არ ღირს 40 000 ლარი. ეს არც ერთი ადამიანის, არც ერთი ჯგუფის და მით უმეტეს არც პარტიული ბრძოლაა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, ერთად ვიბრძვით უზენაესი ღირებულებებისთვის – თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობისთვის.
ახლა დგება წუთი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი ხალხის ღირსების შემლახავთა მიმართ მოთმინება ვეღარ იქნება მისაღები. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
პასუხი სანდროსთვის, რატომ არ მივედი სახლში, მე დღეს არ მაქვს. შეიძლება დღეს ვერ ავუხსნი, ან დღეს ვერ გაიგებს, მაგრამ ხვალ ის თავად გასცემს ამ კითხვას პასუხს, რომ მე სწორედ ხვალინდელი დღის და ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით ვიბრძვი აქედან. ვარ მართალი, ვარ მხნედ, ვარ ციხეში, მაგრამ ვარ თავისუფალი, ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემთან იმიტომ, რომ უკეთესი საქართველო იწყება აქ და დღეს. ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი ბევრად უკეთესია, არ დავნებდებით და არ შევშინდებით, სანამ ამ მიზანს არ მივაღწევთ. ვიყოთ მხნედ, ლაღად, ძლიერად. გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ", - წერს ნიკა მელია.
პოლიტიკა
- საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე
- პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე
- სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას - გიგა ფარულავა
- არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაღაც ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
- CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
- ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის
- 1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















