ნაციონალურ მოძრაობას თავად აყენებს ზიანს მისი ბელადი უკრაინიდან განცხადებებით - მაჭარაშვილი ენმ-ს ოფისის დარბევაზე

საქართველო, თბილისი - 14:47 | 03.03.2021
ნანახია: 529

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი გორში ნაციონალური მოძრაობის დაზიანებას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ შემთხვევა ქართული ოცნებას ინტერესებში არ შედის, რადგან ასეთი რამ წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. მაჭარაშვილის განცხადებით, ენმ-ს ყველაზე მეტად საკუთარი ქმედებები და მიხეილ სააკაშვილის განცხადებები აზიანებს.

"რაც შეეხება გორში ენმ-ის ოფისის დარბევას, ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ ძალადობა ნებისმიერი მხრივ მიუღებელია. ან როგორ შეიძლება, რამე ტიპის ზიანი მიაყენო ნაციონალურ მოძრაობას, სადღაც გორში რაღაცა ოფისის დარბევით მაშინ, როდესაც თავად აყენებს ზიანს თავისი ბელადის განცხადებებით იქიდან, უკრაინიდან, ან აქ ისეთი დესტრუქციებით, რომელსაც აწყობებს პიკეტირებების სახით, ასე ურცხვად საქართველოს პარლამენტში. არ მგონია ამაზე მეტი ზიანის სურვილი ვინმე გააჩნდეს, მით უმეტეს ქართულ ოცნებას", - აცხადებს მაჭარაშვილი.

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს გუშინ 2 მარტს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჩაამსხვრიეს ოფისის მინები და კარი.

სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე