ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა

საქართველო, თბილისი - 10:10 | 05.03.2021
ნანახია: 969

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საბჭოს შემადგენლობაში სააკაშვილს უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტი გიორგი ცხაკაია შეცვლის.

სააკაშვილის საბჭოს შემადგენლობიდან გაყვანის მიზეზი უცნობია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა. ის ზელენსკიმ გასული წლის 7 მაისს დანიშნა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე