პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

საქართველო, თბილისი - 10:39 | 05.03.2021
ნანახია: 483

საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, მეათე მოწვევის პარლამენტში მინისტრების მოსმენა გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ვახტანგ გომელაური დეპუტატებს „მინისტრის საათის“ ფორმატში, მისი უწყების მიერ განხორციელებული სამთავრობო პროგრამის შესახებ ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს წარუდგენს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

უმრავლესობასთან ერთად „მინისტრის საათის“ ფორმატში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელებიც. პარტია „მოქალაქეებისა“ და პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრების განცხადებით მათ ძალოვანი უწყების მინისტრთან მწვავე შეკითხვები ექნებათ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე