ამ კვირაში კორონავირუსი მასწავლებლების და სკოლის პერსონალის 0,1%-ს დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 14:12 | 06.03.2021
ნანახია: 618

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, COVID 19 მასწავლებლებისა და
სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,01%-ს დაუდასტურდა.

უწყების ცნობით, მშობელთა თხოვნის საფუძველზე და ასევე კორონავირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასია გადასული. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში.

"მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები რეგულაციების შესაბამისად მაღალ დონეზეა დაცული, სისტემატურად ხდება საპირფარეშოებისა და დერეფნების სველი წესით დამუშავება. შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები პედაგოგებს მშობლებთან სკოლის ეზოში ორგანიზებულად გამოყავთ. დაცულია პირბადის ტარების წესები. ერთეულ შემთხვევებში, შემოწმების შედეგად გამოვლენილია ხარვეზები, რის გამოც სკოლებმა დამატებითი რეკომენდაციები მიიღეს". – წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე