ეს არის რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან ამოკრეფილი ფრაზები - მამუკა მდინარაძე აუდიოჩანაწერებზე

საქართველო, თბილისი - 22:00 | 06.03.2021
ნანახია: 740

ჩვენ დღეს პრემიერთან საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჩანაწერზე იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

აღნიშნულ საკითხზე დღეს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ისაუბრეს.

"ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის, არა 11 და 12 წლების, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ქართული ოცნება, არამედ 2010 წლის არაერთ, შეიძლება რამდენიმე ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრეფილია ერთ-ერთი წითელი პრესის მიერ ფრაზები, არის ფაბრიკაცია, აბსოლუტური ფაბრიკაცია და ამის მეშვეობით კაგებეშნიკურად არის დამონტაჟებული და საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს, თქვა მდინარაძემ.

დღეს, ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეების დაშინებაზე ლაპარაკობენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე