ბათუმში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 21:50 | 07.03.2021
ნანახია: 541

ბათუმში საცხოვრებელს სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი პირი ემსხვერპლა. ცეცხლი პუშკინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

საცხოვრებელ სახლში ხუთი ოჯახი ცხოვრობდა. საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია, მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად სამი მოქალაქე ამოიყვანეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე