ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ქვეყანა ვეღარ უძლებს - ნინო ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 12:14 | 15.03.2021
ნანახია: 779

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმებისკენ მოუწოდებს. ის ფეისბუქზე წერს, რომ შეთანხმება აუცილებლად უნდა შედგეს, რადგან ასეთ სტაგნაციასა და პოლარიზაციას ქცეყანა ვეღარ გაუძლებს.

"შეთანხმება უნდა შედგეს! ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ! ხალხი, რომელსაც უნდა განვითარება, რეფორმები, სტაბილურობა, მომავლის რწმენის დაბრუნება! ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!", - წერს ლომჯარია


პოლიტიკა