არანაირი წითელი ხაზი ვადამდელი არჩევნები არ არის, წითელი ხაზი ოცნებისთვის ძალაუფლების დაკარგვაა - ზურაბ ჯაფარიძე
საქართველო, თბილისი - 14:27 | 26.03.2021 ნანახია: 663
სინამდვილეში არანაირი წითელი ხაზი ვადამდელი არჩევნები არ არის, წითელი ხაზი ოცნებისთვის ძალაუფლების დაკარგვაა, - წერს სოციალურ ქსელში "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ჯაფარიძე დანიელსონის ვიზიტზე და ამ ვიზიტიდან გამომდინარე შესაძლო შედეგებზეც წერს.
"რას ველოდები ბ-ნი დანიელსონის ვიზიტისგან და ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან ზოგადად
ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია. ეკონომიკა პრაქტიკულად განადგურებულია. ინვესტიციები აღარ შემოდის, არავინ რისკავს აქ ფულის ჩადებას. ამას ემატება კოვიდ-პანდემია და რეგიონში გაუარესებული გეოპოლიტიკური ვითარება. ამ ფონზე მთავრობა მილიარდობით ახალი ვალის აღებით, ტყუილებზე დაფუძნებული პროპაგანდითა და ძალოვანი / უშიშროების სტრუქტურების გამოყენებით ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას.
პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც დასრულების ნაცვლად გაღრმავდა 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრების, დეფაქტო ხელისუფლებაში მყოფი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკიდან წასვლაზე განაცხადისა და დე-ფაქტო პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.
ნებისმიერ დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში, ასეთ ვითარებაში, კრიზისის განმუხტვისთვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა - ხელახალი არჩევნები. მაგრამ ქართული ოცნება აცხადებს რომ ახალი არჩევნები მათთვის წითელი ხაზია.
სინამდვილეში არანაირი წითელი ხაზი ვადამდელი არჩევნები არ არის. წითელი ხაზი ოცნებისთვის ძალაუფლების დაკარგვაა. მათ წესიერი არჩევნების გზით ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ და არა ზოგადად არჩევნების. ეგაა წითელი ხაზი და თავს ნურავინ მოიტყუებს.
ამ ფონზე ჩვენმა დასვლელმა მეგობრებმა, ზემოთ აღწერილი არაერთი მძიმე გამოწვევის გათვალისწინებით, გადაწყვიტეს ჩვენი დახმარება და დეფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მომრიგებლის როლის საკუთარ თავზე აღება. ამისთვის მათ მხოლოდ მადლობა ეკუთვნით, განსაკუთრებით ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს.
მოლაპარაკების რაუნდებმა პრაქტიკულად უშედეგოდ ჩაიარა და ახლა ყველა ველით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, ბ-ნი დანიელსონის მეორე ვიზიტს იმის იმედით რომ ახლა მაინც მოხდება რაიმე შეთანხმების მიღწევა და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.
თუმცა, ამ მომეტისთვის სრულიად გაუგებარია რა შეიძლება მოხდეს მეორე ვიზიტის დროს ისეთი, რაც კარდინალურად შეცვლის მოლაპარაკებების დინამიკას და მიგვიყვანს შეთანხმებამდე.
ამიტომ, გადავწყვიტე საჯაროდ დავწერო რას ველოდები მე ამ ვიზიტისგან და რაში მგონია გამოსავალი.
ჩემი აზრით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ დატოვებული ხუთი პუნქტი ზუსტად აჩვენებს სად აქვს ქვეყანას ისეთი ტიპის ჩავარდნები, რომელთა მოგვარების გარეშეც საუბარი სხვა ტიპის პრობლემების მოგვარებაზე და საგარეო გამოწვევების გამკლავებაზე, უბრალოდ აზრს მოკლებულია:
ა) პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, რადგან მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან. შესაბამისად, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.
ბ) სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, არ უნდა იმართებოდეს ერთი ადამიანისადმი ან ერთი პარტიისადმი ლოიალური კლანის მიერ, რადგან ასეთი სასამართლოს არსებობა შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან.
გ) ძალაუფლება უნდა იყოს გადანაწილებული და ოპოზიცია აღჭურვილი უნდა იყოს პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად საჭირო რეალური ბერკეტებით, რადგან ერთი ადამიანის ან ერთი პარტიის ხელში კონცენტრირებული სრული ძალაუფლება შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან.
დ) ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რადგან ვითარება, როდესაც ამომრჩევლების ნახევრის მიერ არჩეული არცერთი პარტია და პარტიული ლიდერი არ ცნობს არჩევნების შედეგებს და არ ენდობა საარჩევნო ადმინისტრაციას ან სასამართლოს, შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან. არჩევნები უნდა ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბუნებრივ ბარიერიანი სისტემით, რადგან ეს არის ერთადერთი წამალი როგორც დღეს არსებული პოლარიზაციის, ისე ათწლეულობით მოუშორებელი ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის.
ე) ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს საკმარისი პასუხისმგებლობა იმისათვის რომ ქვეყნის ასეთ ვითარებმდე მიყვანის შემთხვევაში, და ყველა სხვა გამოწვევების გათვალისწინებით, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რადგან სხვაგვარად იქცევიან ავტოკრატიული მმართველები და ეს შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან.
მე ველოდები რომ ეს იქნება ბ-ნი დანიელსონის გზავნილები მეორე ვიზიტის დროს.
მეტიც, მე ველოდები რომ ეს ან მსგავსი იქნება ყველა ჩვენი დასავლელი მეგობრის გზავნილი.
ეს არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილ რეალობაში, რადგან ეს არის სიმართლე.
ამ სიმართლის შელამაზების და შერბილების ნებისმიერი მცდელობა ისეთი გზავნილებით როგორებიცაა - ‘ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ სიტაუაციაზე’ ან ‘ორივე მხარემ უნდა იპოვოს ძალა რომ გადალახოს უთანხმოებები და იპოვოს კომპრომისი’ განწირულია წარუმატებლობისთვის.
იმიტომ რომ სიმართლე არაა.
ივანიშვილის და ქართული ოცნების მმართველობის 8 წლის შემდეგ, მე არ მესმის სად არის ჩემი პასუხისმგებლობა იმაში რომ:
ა) ქვეყანაში პოლიტიკურად დევნიან ოპონენტებს
ბ) სასამართლო პოლიტიზებულია და იმართება კლანის მიერ
გ) საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაცია მორგებულია მმართველი პარტიის ინტერესებზე
დ) ძალაუფლების ყველა წერტილს აკონტროლებს ერთი ადამიანი, რომელსაც არ უკავია რაიმე ფორმალური თანამდებობა
ე) პოლიტიკურ ველზე უკიდურესი პოლარიზაციაა, რომლის მთავარი შემოქმედიც ქართული ოცნებაა, რომელმაც 8 წელი მხოლოდ ზიზღის პროპაგანდაზე დახარჯა და ყველა არჩევნებზე ბრძოლის სტრატეგიად სწორედ ‘შუის გაკრეფის’ სტრატეგია აირჩია
ისევე როგორც არ მესმის რა შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ დატოვებულ პუნქტებთან მიმართებაში, გარდა ტექნიკური დეტალებისა.
დავუტოვო სასამართლოზე კონტროლის ნაწილი ივანიშვილს?
ცოტათი უსამართლო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მივცე რომ ოცნებამ გაიხანგძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა?
ძალაუფლების ყველა ბერკეტი ისევ ივანიშვილს დარჩეს და სიმბოლურ დათმობებს დავთანხმდე?
ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭო და შევეგუო ივანიშვილის მმართველობას შემდეგი 4 წლის განმავლობაში?
შეუძლებელია ეს. მეტიც, ამის გაკეთება ნიშნავს უპასუხისმგებლობას, პრობლემებზე თვალის დახუჭვას და კრიზისის დროში კიდევ უფრო გაწელვას.
ეს უნდა გაიაზრონ ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა და შესაბამისად შეცვალონ მიდგომა მოლაპარაკების პროცესისადმი.
ნაცვლად იმისა რომ დეფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთნაირად მოუწოდებდნენ კომპრომისებისა და შეთანხმებისკენ, ივანიშვილს და ქართულ ოცნებას უნდა უთხრან გასაგებად, ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ:
ა) ის რომ მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის და პარტიის ხელშია, სასამართლო პოლიტიზებულია, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და არჩევნებისადმი ნდობა არ არსებობს - თქვენი პასუხისმგებლობაა
ბ) ჩვენთან თუ გინდათ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ეს ყველაფერი უნდა შეცვალოთ დღესვე (არა ზეგ და 7 წელში), იმიტომ რომ ჩვენთან, დასავლეთში ასეა
მხოლოდ ეს შეიძლება იყოს შარლ მიშელის 5 პუნქტის შინაარსი და მხოლოდ ასეთი მიდგომით ჩვენი მეგობრების მხრიდან არის შესაძლებელი იმ პუნქტებზე შეთანხმება
და ამას ველოდები ბ-ნი დანიელსონის ვიზიტისგან", წერს ჯაფარიძე.
პოლიტიკა
- ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე - მიხეილ ყაველაშვილი
- დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ შეერთებულ შტატებს, მადლობელი ვართ ურყევი მხარდაჭერისთვის - სალომე ზურაბიშვილი
- მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებების ჩამორთმევას - პერან მუნი
- საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს
- Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით
- Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება