"აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი" - ამ ფრაზის ავტორი თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოდის - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 17:39 | 31.03.2021
ნანახია: 1051

ელენე ხოშტარია ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი, რომელმაც განაცხადა, რომ "აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი", თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოდის.

"Больше Абхазия никогда не будет частью Грузии".
აი, ამის მთქმელი, ვლადიმირ პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე საგულაოდ. ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად, 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში.
ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია", - წერს ხოშტარია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე