პრობლემები, შეცდომები იყო - ხოჯევანიშვილი 20 ივნისზე

საქართველო, თბილისი - 12:42 | 14.04.2021
ნანახია: 553

დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რომელმაც ქართული ოცნება დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა, ბრიფინგზე 20 ივნისზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა რადიკალიზაციაა.

"რა თქმა უნდა, პრობლემები, შეცდომები იყო. ამას ჩვენ ვიზიარებთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რაც ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად ადარდებს, არის რადიკალიზაცია, რომლის წინაშეც დღევანდელი საზოგადოება დგას. ხალხს მოსწყინდა ამ ყველაფრის ყურება. ამიტომ არის ქმედითი ნაბიჯები საჭირო. ამიტომ არის სწორი ხალხთან დაახლოებული პოლიტიკის გატარება და ამით ჩვენი ქვეყნის განვითარება".

გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა - ექვსმა დეპუტატმა ქართული ოცნება დღეს, 14 აპრილს დატოვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე