პრემიერი: ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ ევროპული, მაღალი კულტურის მქონე ქვეყანა
საქართველო, თბილისი - 10:02 | 29.01.2016 ნანახია: 1809
ჩვენ, მმართველ ძალას გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები,–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
გიორგი კვირიკაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა და პოლიტიკურ ძალებს მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, წინ საპარლამენტო არჩევნებია და საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ არის ევროპული და მაღალი კულტურის ქვეყანა.
„გუშინ ჩატარდა არჩევნები გარდაბანში, მინდა ყველა დამკვირვებელს და არასამთავრობო ორგანიზაციას ვუთხრა მადლობა. მინდა გამარჯვებულს მივულოცო. ძალიან კარგია, რაც მან განაცხადა, რომ ის იქნება ყველას გამგებელი და ეს მისასალმებელი განცხადებაა. არჩევნების დროს იყო გარკვეული დაძაბულობა საარჩევნო უბნების გარეთ. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის მმართველი ძალის მხარდამჭერებსაც, რომ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა. ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში. მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს განსაკუთრებული ყურადღებით და ჩვენთვის ეს არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელმაც საქართველოს პოზიცია, როგორც ევროპული ქვეყნის, კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ მართლაც ევროპული ქვეყანა, ვართ მაღალი კულტურის ქვეყანა. მიუხედავად ყველანაირი პროვოკაციისა, რაც შესაძლოა მოხდეს, ვიღაცას შესაძლოა აწყობდეს გარკვეული არეულობა, ჩვენ, მმართველ ძალას გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია და ძალგვიძს ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები,"–აღნიშნა პრემიერმა.
მანვე იუსტიციის მინისტრს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გათვალისწინებული სასჯელის და შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა სთხოვა.
„მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრს იქნებ გადავხედოთ რას ითვალისწინებს ჩვენი კოდექსი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, ფულადი ჯარიმებია ეს თუ სხვა სახის მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა მეორე უკიდურესობაში გადავარდეთ, მაგრამ ბევრ ცივილიზებულ სამყაროში უფრო მკაცრი სასჯელებია გათალისწინებული და იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე,"–განაცხადა პრემიერმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















