ჩვენი ამოცანა არის უცვლელი. ჩვენ გვინდა გონივრული კომპრომისი - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 18:47 | 18.04.2021
ნანახია: 622

ჩვენი ამოცანა არის უცვლელი. ჩვენ გვინდა გონივრული კომპრომისი, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ქართულ ოცნებასა და ოპოზციას შორის დაგეგმილი შეხედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის პრიორიტეტულია ორი საკითხი. ეს არის პატიმრების გათავისუფლება და სვლა ვადამდელი არჩევნებისკენ. 

"ჩვენი ამოცანა არის უცვლელი. ჩვენ გვინდა გონივრული კომპრომისი, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა მოიცავდეს პოლიტპატიმრების თემას და სვლას ვადამდელი არჩევნებისკენ, შეთავაზებული გვაქვს პლებისციტის სახით და ბუნებრივია ვადებზე უნდა ვისაუბროთ. ყველა შესაძლებლობას, სადაც შანსი იქნება, რომ ეს კვანძი გაიხსნას და დაიწყოს ქვეყანამ გამოსვლა კრიზისიდან, ამისთვის ჩვენ ყველა შანსის გამოყენებას ვაპირებთ," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა 19 საათზე დაიწყება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე