ჩვენთვის გადამწყვეტია პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების თემის ასახვა მოლაპარაკებების დოკუმენტში - სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 19:25 | 18.04.2021
ნანახია: 803

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილმა ევროკავშირის ოფისში, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებს შორის, შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებითდღევანდელ მოლაპარაკების მაგიდაზე იქნება წარმოდგენილ დოკუმენტში კორექტირება იქნება შეტანილი.

"ვფიქრობ, რომ ალბათ კორექტირება უნდა შევიდეს იმ დოკუმენტში, რომელიც იყო წინა ჯერზე მოლაპარაკებების საფუძველი, იმიტომ, რომ სამი პუნქტი ამ ხუთი პუნქტიდან შეიძლება ითქვას, შეთანხმებულია, შესაბამისად ალბათ, უფრო მარტივი იქნება 2 შეუთანხმებელ პუნქტთან დაკავშირებით რაიმე განახლებული წინადადებები განვიხილოთ". - ამბობს სამადაშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის გადამწყვეტია პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი.

"ის საბოლოო დოკუმენტი, რომელიც იყო უკანასკნელი მოლაპარაკებების რაუნდზე მაგიდაზე, ორი პუნქტი იქიდან ჩვენთვის მისაღები არ არის - პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების შესახებ, ამიტომ, ველოდებით დღეს რა იქნება ამ განახლებული პროცესის საბაზისო მოლაპარაკებების დოკუმენტში და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის გადამწყვეტია პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა და ვადამდელი არჩევნების თემის ასახვა მოლაპარაკებების დოკუმენტში". - ამბობს სამადაშვილი.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრა იწყება. 14:00 საათზე დანიშნული შეხვედრა ჯერ 17:00 საათამდე, შემდეგ კი 19:00 საათამდე გადაიდო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე