როცა მოსახლეობის 30%-ზე მეტი აიცრება, მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვების შემცირებაზე - თენგიზ ცერცვაძე
საქართველო, თბილისი - 16:43 | 29.04.2021 ნანახია: 1119
ინფექციური საავადმყოფო დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ როდესაც მოსახლეობის 2%-ია აცრილი, შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბარი ნაადრევია.
მისი თქმით, შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 30% მაინც აიცრება და პირბადის მაჩვენებელი 95% იქნება.
"ახლა 2% გვყავს აცრილი მოსახლეობის და 2% ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს. როცა 30%-ზე მაინც ავალთ, მერე ვილაპარაკოთ. ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება, ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი დარჩება და ისიც ალბათ შემსუბუქდება, დაპატარავდება კომენდანტის საათის ინტერვალი. თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და მინისტრმა ბრძანა, რომ თუ პირბადეების ხმარება იქნება 90-95%, თუ ეს ყველაფერი შესრულდება და მთავრობამ მაინც არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები მთავრობას, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვებზე", - ამბობს ცერცვაძე.
მისივე თქმით, ვაქცინაცია პირდაპირაა დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნასთან.
"ახლა ძალიან რომ გვშურს ისრაელის და რომ წერენ, აი, ასეთი უნდა ქვეყანა და ასეთი მთავრობაო. იმას კი არ წერენ, რომ მთავრობა კი არ უნდა ასეთი, ხალხი უნდა ასეთი, შეგნება უნდა ასეთი, ისრაელს სამი თვის წინ ჩვენზე გაცილებით უარესი მდგომარეობა ჰქონდა", - ამბობს ცერცვაძე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















