ძველი პირადობის მოწმობებით მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა აღარ შეეძლებათ - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 19:54 | 10.05.2021
ნანახია: 1058

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში მოქალაქეებს ძველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მონაწილეობის მიღება აღარ შეეძლებათ და მათ პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID ბარათი) დასჭირდებათ. შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ.

"ერთი კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, პრინციპში, რაზეც უკვე შევთანხმდით კიდეც – ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, მხოლოდ ID იქნება, რაც არის უკვე ძალიან მაგარი მიღწევა ერთი საათის მუშაობის შედეგად. კიდევ რა იქნება, ტექნოლოგიური საკითხები გავცვალეთ". – თქვა ვაშაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე