ამნისტიასაც მოაწერენ ხელს და პარლამენტშიც შემოცუნცულდებიან - ირაკლი ზარქუა ნაციონალურ მოძრაობაზე

საქართველო, თბილისი - 17:47 | 13.05.2021
ნანახია: 806

ის ხალხი, ვინც ამბობდა, ვერ დამიჭერთ და გირაოსაც არ გადავიხდითო, შემდეგ დაიჭირეს და აქეთ მათხოვრობდნენ, აბა, რამენაირად გირაო შემახეთო, ამნისტიასაც მოაწერენ ხლს და პარლამენტშიც შემოცუნცულდებიან, - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"აი თქვენს შორის რომ არის ახლა ცარიელი ადგილი, იქ იქნებიან ცოტა ხანში ჩამწკრივებული ეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ის ხალხი, რომელიც ამბობდა, ვერ დამიჭერთ და გირაოსაც არ გადავიხდითო, შემდეგ დაიჭირეს და აქეთ მათხოვრობდნენ, აბა, რამენაირად გირაო შემახეთო, ევროპულიო. მეორე ახლა ამნისტიის თემა, ამნისტიასაც მოაწერენ და აი აქ შემოცუნცულდებიან და დაჯდებიან სწორედ იმ თავისუფალ ადგილას", - თქვა ზარქუამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე