არ ვაპირებ მოსკოვში გასეირნებას, ვაჩვენებთ ჩვენს ხელოვნებას და ჩამოვალთ - ნანა ფაჩუაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:15 | 21.06.2021
ნანახია: 633

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ უარს ვერ იტყვის მოსკოვში გასტროლებზე. ამის შესახებ მსახიობმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.

"მოსკოვში თუ ქართველმა მსახიობმა, რეჟისორმა თავისი კარგი სიტყვა თქვა - დანაშაულია?! მე ვარ რუსთაველის თეატრის მსახიობი და უარს ვერ ვიტყვი ვერანაირად, რახან თეატრს მიაჩნია, რომ ჩვენ უნდა წარვადგინოთ ბეკეტი, უნდა წარვადგინოთ. მე არ ვაპირებ მოსკოვში გასეირნებას, უბრალოდ ვითამაშებთ სპექტაკლს, ვაჩვენებთ ჩვენს ხელოვნებას და ჩამოვალთ", - ამბობს ნანა ფაჩუაშვილი.

შეგახსენებთ, რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე