ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება და როცა ჩამოდიან რუსული თეატრები, მაშინ ტაშით ხვდებით - სტურუა მოსკოვში გაემგზავრა
საქართველო, თბილისი - 12:37 | 22.06.2021 ნანახია: 796
რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა. აეროპორტში სტურუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსკოვში წინასწარ, ფესტივალის დაწყებამდე მიემგზავრება, რათა ნახოს, რა მდგომარეობაშია სცენა, რომელზეც დასმა უნდა ითამაშოს.
"წინასწარ მივდივარ სცენა, რომ ვნახო როგორ მდგომარეობაშია, სადაც მსახიობები ჩამოვლენ 27-ში და უნდა ითამაშონ. მე იცი რა მაკვირვებს, ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება და როცა ჩამოდიან რუსული თეატრები, მაშინ რაღაც ძალიან ტაშით ხვდებით.
ხელოვნებას არა აქვს საზღვარი. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, თუ რას აკეთებს საქართველო მაშინაც კი, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსებმა," - განაცხადა სტურუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რუსთაველის ეროვნული თეატრი 2021 წელს, ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე (მოსკოვი) წარადგენს რობერტ სტურუას სპექტაკლს "თამაშის დასასრული". სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება 30 ივნისს და 1, 2 ივლისს.
რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრების ცნობას უარყოფითად შეხვდა საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელთაც გააკრიტიკეს ეროვნული თეატრის დასის ოკუპანტ ქვეყანაში ჩასვლა. საზოგადოების ნაწილი კი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ "პოლიტიკა და კულტურა უნდა გაიმიჯნოს".
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















