ვინც ასტრაზენეკას პირველ დოზაზე ჩაეწერა, შეიძლება ჩინური ვაქცინები შევთავაზოთ - გამყრელიძე
საქართველო, თბილისი - 13:30 | 22.06.2021 ნანახია: 712
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძია თქმით, ვინც ასტრაზენეკას პირველი დოზიდან 10-12 კვირაში ელოდება მეორე დოზას, ისინი აუცილებლად აიცრებიან, ხოლო ვინც 4-10 კვირაში ჩაეწერა, მათ მოთმინება მოუწევთ. მიზეზიავაქცინის შეფერხებული მოწოდებაა. ამასთან ერთად, ვინც ასტრაზენეკას ვაქცინის პირველ დოზაზე არის ჩაწერილი, მათ შეიძლება ჩინური ვაქცინები შესთავაზონ.
"ვაქცინის მიწოდებაში შეფერხების გამო, ვერ ხერხდება ასტრაზენეკას პირველ დოზაზე და რევაქცინაციის მიზნით პირველი აცრიდან 10 კვირამდე პერიოდში მეორე დოზაზე რეგისტრირებული მოქალაქეების აცრა, მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში. ყველა იმ მოქალაქეს, რომელთაც დაგეგმილი ჰქონდათ ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა, უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის შესაძლებლობა. ამასთან, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი აცრიდან 10-12 კვირაში, შეუფერხებლად შეძლებენ აცრას მათ მიერ შერჩეულ თარიღში, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს", – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ამასთან, შესაძლოა, მათ, ვისაც მეორე დოზით აცრა უფერხდებათ, ალტერნატივად ჩინური ვაქცინები შესთავაზონ, სურვილისამებრ.
"ანუ პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი, მათ შეიძლება ჩვენ ამ ეტაპზე, დღესაც ვმუშაობთ უნისეფთან, რათა დაგვიზუსტონ, როდის მოგვეწოდება დასაგეგმად, ალტერნატივად შეიძლება სინოფარმით ან სინოვაკით შევთავაზოთ აცრა, სურვილისამებრ. დავაზუსტებ, ყველა ადამიანი, ვინც ჩაწერილი იყო და 10-12 კვირაში ელოდებოდა, ყველა ის ადამიანი აიცრება, ვისაც ჰქონდა დაჯავშნილი პირველი აცრიდან 4 დან 10 კვირამდე, მათ ვთხოვთ მოთმინებას". – ამბობს ამირან გამყრელიძე.
მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ, მეორე დაჯავშნილ დოზას ვერ იღებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან მათ მიიღეს შეტყობინება, რომ ჯავშანი შეჩერებულია.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















