გიორგი მარგველაშვილი: 2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე
საქართველო, თბილისი - 14:32 | 03.02.2016 ნანახია: 1875
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და 2016 წლის გამოწვევებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, 2015 წელი რთული იყო, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, განსაკუთრებით, განვითარებად ბაზრებზე; დოლარის გამყარება; ნავთობის ფასის ისტორიულმინიმუმამდე დაცემა; რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური რეცესია; რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეები.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის იმ გამოწვევების ჩამონათვალი, რომლებთანაც მსოფლიოსთან ერთად საქართველოს ეკონომიკასაც უწევდა გამკლავება მთელი წლის განმავლობაში.
მისი თქმით, მოსახლეობის თითქმის მეხუთედი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში იმყოფება. მაღალია სიღარიბისა და უთანასწორობის, მაჩვენებლები. საგანგაშოდ მაღალია ბავშვთა და, განსაკუთრებით, დედათა სიკვდილიანობისმაჩვენებელი. ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20%-ს არ აღემატება. მძიმეა უმუშევრობის მაჩვენებლები, ხოლო დასაქმებულთა შორის არაპროპორციულად მაღალია საჯარო სექტორში მომუშავეთა წილი.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსათვის მარტივი, არც 2016 წელი იქნება განსაკუთრებით კი, განვითარებადი ქვეყნებისთვის.
„შეზღუდული რესურსების ფონზე ბუნებრივად გაიზრდება კონკურენცია ქვეყნებს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ.
მიმდინარე რეგიონული და გლობალური გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ თანამედროვე რეალობაში გამოუყენებელი შესაძლებლობები უკან დახევას ნიშნავს.
როგორც თანამედროვე ევროპული ქართული სახელმწიფოს შემოქმედი, ილია ჭავჭავაძე ამბობდა - "აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე". ამიტომ, ზემოთაღწერილი რთული ვითარებიდან გამოსასვლელად განსაკუთრებითპრობლემატურია პროცესების ტემპი", -აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო უნდა აჰყვეს დღევანდელი ცივილიზაციის რიტმსა და და მუდმივად ცვლად, განვითარებად სამყაროში უნდა მოახდინოს შესაძლებლობებისა და კონკურენტული უპირატესობების სწრაფი დაეფექტური ათვისება - 2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე.
პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებით და კაპიტალის გლობალურ ბაზარზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, სახელმწიფომ დიდი სამუშაო უნდა გასწიოს.
პრეზიდენტი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანს უწოდებს და მიესალმება პრემიერმინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას -
- სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებულ რეფორმებს,
- მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბიზნესის ჩართულობას და შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფას,
- აქცენტს რეგიონულ განვითარებასა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე,
- განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების საჭიროებას.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















