გამაოგნეს ანაფორიანმა ადამიანებმა, რომელთაც ღვთის მსახურებს ვეღარ ვუწოდებ - თამარ ჭოხონელიძე

საქართველო, თბილისი - 20:16 | 12.07.2021
ნანახია: 1036

რით მოგწამლეს ასე, რომ ასეთი ზიზღი ჩანერგეს ხალხში, ვინც ასე გამეტებით ურტყავს და იმეტებს თავის თანამოქალაქეს?! - განაცხადა მომღერალმა და პიანისტმა თამრიკო ჭოხონელიძემ 5 ივლისის მოვლენების შეფასებების ფორმულას ეთერში.

"მე გამაოგნეს ანაფორიანმა ადამიანებმა, რომელთაც ვეღარ ვუწოდებ ღვთის მსახურებს. ის ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ხალხმა ჩაიდინა, მრევლმა, რომლებიც ძალიან იჩემებენ რომ ქრისტიანები არიან, მართლმადიდებლები არიან, ღმერთის სწამთ და ღმერთის ეშინიათ, ეს სწორედ ამ ანაფორიანი ხალხის ძალისხმევით მოხდა. თვითონ ამბობენ, რომ არც ერთ მღვდელს არ დაურტყამს, მაშინ როდესაც შენ უბიძგებ ათეულობით ადამიანს ეს გააკეთოს, ეს არ არის დარტყმა?!", - თქვა ჭოხონელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე