ძალადობისკენ მოწოდება, ნებისმიერი ინსტიტუტისგან, მათ შორის ეკლესიისგან არის კატეგორიულად მიუღებელი, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება - გიორგი გახარია
საქართველო, თბილისი - 14:51 | 13.07.2021 ნანახია: 954
"ძალადობისკენ მოწოდება, ნებისმიერი ინსტიტუტისგან, მათ შორის ეკლესიისგან არის კატეგორიულად მიუღებელი, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება" - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მცხეთაში, პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაციის გახსნის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, ნებისმიერი ინსტიტუტის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდება დასაგმობია.
„ეკლესიას აქვს ძალიან დიდი გავლენა ამ ქვეყანაში და ეს არ მომხდარა დღეს, ეს ისტორიულად ასე იყო და ისტორიულად ასე იქნება. რა თქმა უნდა, ცალკე აღებული მამაოების გამოთქმების ეკლესიაზე განზოგადება არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკლესიიდან იქნება ეს თუ სხვა ასე ვთქვათ, სხვა ინსტიტუციებიდან იქნება, ნებისმიერი სახის მოწოდება, ძალადობისკენ მოწოდება, რა თქმა უნდა, დასაგმობია. შეუძლებელია 21-ე საუკუნეში ვინმემ, განსაკუთრებით ეკლესია ერთ ადამიანს მოუწოდებდეს მეორე ადამიანის ფიზიკური, ძალადობის საშუალებით რაიმე მიზნის მისაღწევად. ეს უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ არ უნდა წავიდეთ მეორე უკიდურესობაში და ეს განვაზოგადოთ ეკლესიაზე. ეს რადიკალობა გვიქმნის პრობლემებს. ეს რადიკალობა გვიქმნის იმ მდგომარეობას, როდესაც ორ უკიდურეს პოზიციაზე ვდგებით და გამოსავალს ვერ ვეძებთ. არ შეიძლება ასე, ეს არის რასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ პოლიტიკურ ველზეც გავაკეთოთ. შეუძლებელია ერთი მხარე მეორე მხარეს ადანაშაულებდეს ყველაფერში და მტერს და მოღალატეს ეძახდეს. ეს ასე არ ხდება. ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს".
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ სახელმწიფომ და ოპოზიციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავიანთ ქმედებებზე.
„სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ინსტიტუტებზე და იმ აპარატზე, რომელსაც ის მართავს, ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებში და ოპოზიციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ნაბიჯებზე, ქმედებებზე და მოწოდებებზე, რომელსაც ახორციელებს, იმიტომ, რომ ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია. არ არსებობს საზოგადოებრივი ოპოზიცია ასე განზოგადებული.
ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია. ძალადობისკენ მოწოდება, ნებისმიერი ინსტიტუტისგან, მათ შორის ეკლესიიდან არის კატეგორიულად მიუღებელი, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება, რაც ამ ქვეყანაში ვერასოდეს ვერ განხორციელდება, სხვადასხვა კულტურული, რელიგიური იდენტობიდან გამომდინარე. ეს უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ ხომ ყველას გვინდა რომ 21-ე საუკუნეში, ძლიერ სახელმწიფოში, წარმატებულ საქართველოში ეკლესიაც გვყავდეს ძლიერი, სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი, სახელმწიფო რაც მთავარია ძლიერი. ეს ჩვენ თუ ესე თანმიმდევრულად ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ, ერთმანეთის ინტერესები გავითვალისწინოთ - ისე არაფერი არ გამოვა. ძალადობა მიუღებელია ყოველთვის, ყველგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, განსაკუთრებით მოწოდება ძალადობისკენ, მაგრამ ეკლესიაზე ძალადობის მოწოდებაც არის ასევე კატეგორიულად მიუღებელი". - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















