„მიხარია, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა“ - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 16:22 | 03.02.2016
ნანახია: 3033

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დადებითად აფასებს.
„მიხარია, რომ პრაქტიკულად ემთხვევა საქრთველოს მთავრობისა და პრეზიდენტის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია სასამართლოს რეფორმა, თუმცა ეს არ კმარა. რეფორმის მთავარი სუბიექტი, როგორც პრეზიდენტმა თქვა, უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც კიდევ უნდა გააქტიურდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საბჭოს წევრები უნდა გაერთიანდნენ სასამართლოს გაჯანსაღების პროცესისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ბოლომდე წესრიგში არ არის”, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე