ჩემ თვალში გიორგი გახარია ჩვეულებრივი მოღალატეა, უფრო მეტიც, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 16:38 | 26.08.2021 ნანახია: 911
ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული გიორგი გახარიას მმართველობის დროს – კლუბების წარუმატებელი ოპერაცია, პანკისის, გავრილოვის ღამის მართვა და ა.შ, რაშიც ქართულმა ოცნებამ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა, პოლიტიკური. მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა და გვერდში დაუდგა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ თანაგუნდელზე, პარტია საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიაზე საუბრისას.
მისი თქმით, გიორგი გახარიამ უღალატა თავის გუნდს, სახელმწიფოს და მიატოვა ქვეყანა, როდესაც, როგორც ღარიბაშვილი ამბობს "თავზეგასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა" და გადადგა.
"გახსოვთ ალბათ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული მისი მმართველობის დროს – კლუბების წარუმატებელი ოპერაცია, პანკისის, გავრილოვის ღამის მართვა და ა.შ, რაში ქართულმა ოცნებამ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა, პოლიტიკური. მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდგა. ერთ-ერთი კრიტიკული დრო როცა დადგა ქვეყანაში და ჩვენ გუნდში მან ღალატი ჩაიდინა სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის წინაშე.
რა თქმა უნდა, გიორგი გახარიამ უღალატა ჩვენს გუნდს, სახელმწიფო პირველ რიგში, მიატოვა ქვეყანა, მსოლიოს ისტორიაში არ მოიძებნება ანალოგი, როცა პრემიერი გადადგა მხოლოდ იმის გამო, რომ თავზეგასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა, როცა წინა დღეს და წინა საათებში ის დაჟინებით, თავად ითოვდა მის დაკავებას.
კაცი, რომელიც ნდობას დაამსხვრებს, უღალატებს და ზურგში დანას ჩაარტყამს კრიზისულ სიტუაციაში, როგორ შეიძლება ამა ადამიანს ნდობა გამოუცხადო. ჩემ თვალში გიორგი გახარია ჩვეულებრივი მოღალატეა, უფრო მეტიც, ის იშვიათი მოღალატეა, სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე – ამას კარგად გამიგებენ", - თქვა ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















