ერდოღანი: სირიის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, ვიდრე რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ავაიდარტყმებს ახორციელებს

საქართველო, თბილისი - 14:55 | 04.02.2016
ნანახია: 1743

სირიის კრიზისთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, ვიდრე რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ავაიდარტყმებს ახორციელებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

”რუსეთი აგრძელებს სირიაში ადამიანების დახოცვას, შესაძლებელია მშვიდობიან მოლაპარაკებეზე საუბარი?”, -აღნიშნავს ერდოღანი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე განთავსებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ჟენევაში მოლაპარაკებები 25 თებერვლამდეა შეწყვეტილი. თუმცა ერდორანის თქმით, შეხვედრის მონაწილეები გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებენ და მოლაპარაკებები ისევ გადაიდება.

რუსეთმა მოლაპრაკებების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა სირიის ოპოზიციას დააკისრა.

აშშ-მა თავის მხრივ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები სირიაში სწორედ რუსეთის ხელისუფლების მოქმედებების გამო ჩაიშალა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე