ოლიგარქის ამბიციური განცხადება - „საქართველო ჩემია“

საქართველო, თბილისი - 14:54 | 05.02.2016
ნანახია: 6037

„ბედნიერი საქართველოს“ ლიდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, თავის პოლიტიკურ მიზნებზე ისაუბრა.

„არ შემიძლია გულგრილად ვუყურო იმ ქვეყნის პრობლემებს, სადაც ვცხოვრობ და რომლის მოქალაქეც ვარ. მდიდარი ადამიანები ხშირად მიდიან პოლიტიკაში: ბლუმბერგი ტრამპი. უცნაურია ტონი როდესაც მეუბნებით, რომ ყველაფერი მაქვს და რა მინდა ახლა. მე მიყვარს ეს ქვეყანა, მე ვაპირებ ხალხს ვეურთიერთო, გავაცნო როგორ წარმომიდგენია ამ ქვეყნის განვითარება. მე საქართველოში 1976 წელს დავსახლდი , როცა დავქორწინდი ქართველზე, მისგან 2 შვილი და 8 შვილიშვილი მყავს და ყველას აქვს ქართული სისხლი. საქართველო მე უკეთ ვიცი ვიდრე ქართველების 99%-მა. ეს ჩემი ქვეყანაა“, - განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე