სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფუტკრებმა 63 პინგვინი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 20:00 | 20.09.2021
ნანახია: 994

ქალაქ საიმონსტაუნში ფუტკრების გუნდმა 63 აფრიკული პინგვინი მოკლა. ინფორმაციას The Guardian-ი სამხრეთ აფრიკის სანაპიროს ფრინველთა დაცვის ფონდზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთ პინგვინს 30-მდე ნაკბენი ჰქონდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ფუტკრების მსგავსი მასშტაბის თავდასხმა ძალიან იშვიათია.

დაკბენილი პინგვინები საიმონსტაუნის სანაპიროზე იპოვეს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პინგვინების ეს სახეობა გაქრობის პირასაა.

ფონდის ვეტერინარმა დევიდ რობერტსმა მომხდარს შემთხვევითობა უწოდა, ვინაიდან, მწერები რეგიონის ეკოსისტემას ეკუთვნიან და თქვა, რომ ეს ერთეული შემთხვევაა. სათვალიანი ან აფრიკული პინგვინები აფრიკის სამხრეთ ნაწილიში და სანაპიროზე ბინადრობენ. პინგვინები შეყვანილნი არიან ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე