საქართველოში კრიზისების მართვის ბრიტანული მოდელის პროექტი ამოქმედდა
საქართველო, თბილისი - 12:42 | 08.02.2016 ნანახია: 2361
საქართველოში კრიზისების მართვის ახალი პროექტი ამოქმედდა- წარმატებული ბრიტანული მოდელის ქართული ანალოგი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად სიტუაციური ოთახი დაათვალიერა და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია პროექტის შესახებ.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მთავრობას, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში და ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს კრიზისების საკითხებში სერ გარი ჯონსონს გაწეული დახმარებისთვის. მისი განმარტებით, პროექტს საფუძველი ჩაეყარა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს და წარმატებით განხორციელდა. პრემიერ–მინისტრის თქმით, კრიზისებზე მყისიერი რეაგირება, ადეკვატური მართვა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი ქვეყნის მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
„ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე რეგიონში. გამოწვევები არის სხვადასხვაგვარი, ეს არის ის გამოწვევები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა თუ ოკუპირებული ტერიტორიების თემებიდან. ეს არის ასევე სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული საფრთხეები, რომელიც ასევე მრავლად არის ჩვენს რეგიონში. ამ ტიპის საფრთხეებთან გამკლავებას სჭირდება მეტი კოორდინაცია და სწორედ ეროვნული სიტუაციური ოთახი არის ის ბრიტანული მოდელი, რომელიც დაინერგება საქართველოში. იგი იძლევა საშუალებას სხვადასხვა უწყებებს შორის იყოს მაქსიმალური კოორდინაცია, რათა მაქსიმალური ეფექტურობით გავუმკლავდეთ კრიზისულ სიტუაციებს,“–განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
მანვე მადლობა გადაუხადა უსაფრთოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაწეული სამუშაოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანელი ექსპერტები დარჩებიან და ჩაერთვებიან პროექტის შემდგომ განხორციელებაში.
ეროვნული სიტუაციური ოთახის პროექტი 2014 წელს შეიქმნა, მისი მშენებლობა და და ტექნიკური აღჭურვა დასრულდა 2015 წლის დეკემბერში. ეროვნული სიტუაციური ოთახი–ეს არის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, სადაც კრიზისების მართვას სხვადასხვა უწყების 100–მდე თანამშრომელი განახორციელებს. ოთახი დაყოფილია სხვადასხვა თემატურ ჯგუფად. კრიზისული ვითარების დროს, ეპიცენტრში ან მის სიახლოვეს განთავსდება მაღალი გამავლობის სპეციალური დანიშნულების ავტომობილი, რომელსაც გააჩნია სიტუაციურ ოთახთან მუდმივი კავშირის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















