სააკაშვილი მზად არის, ნებისმიერი ტესტი ჩაიტაროს - ნიკა გვარამია
საქართველო, თბილისი - 17:57 | 06.10.2021 ნანახია: 928
ის მზად არის რომ ნებისმიერი ტესტი ჩაიტაროს, - ამის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, არ უპასუხებდა "მიშას ადგილზე ღარიბაშვილს, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა".
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
"ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე მოგვარდება ტელევიზორთან დაკავშირებული პრობლემა. ყოველშემთხვევაში, ეს პირობა ჩვენ მივიღეთ. რაც შეეხება მის მდგომარეობას, ძაან დიდი ხანია მე ასეთი სააკაშვილი არ მინახავს, გულწრფელად გეტყვით. მისი მთავრობის წევრი ვიყავი და როცა პიკზე იყო თავისი აქტივობების და პოზიტიური რეფორმატორული აქტივობების, მას მერე არასოდეს მინახავს მიხეილ სააკაშვილი ასეთი მხნე. არაფერი ეტყობა შიმშილობის. იმ თვალსაზრისით, რომ ნამდვილად შიმშილობს, ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მხრივ ძალიან ნორმალურად არის, თუმცა, ცხადია, რომ უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მდგომარეობა დაიწყებს გაუარესებას. ბუნებრივია, იგი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და შესაბამისად, სამედიცინო ადმინისტრირებაზეც უარი აქვს ნათქვამი, - ამბობს ნიკა გვარამია.
დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გამოქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა. ღარიბაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის ნარკოდამოკიდებულებაზეც ისაუბრა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















