არჩილ ჭყოიძე თოფაძეს: თუ კაცი ხარ, ყველგან კაცი უნდა იყო
საქართველო, თბილისი - 14:21 | 08.02.2016 ნანახია: 5227
პარლამენტარ გოგი თოფაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და საზოგადოების შეფასებებს პარტია „ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე ეხმიანება და ყველას მოუწოდებს, ნუ დაარქმევენ ხალხის რეაქციას აღშფოთებას. მისი თქმით, უბრალოდ არასასიამოვნოა, როცა ასეთი წლოვანების და თან პარლამენტარი ასეთ განცხადებებს აკეთებს. ჭყოიძის თქმით თოფაძემ უნდა ასწავლოს ახალგაზრდობას , თავისი ქცევით მაგალითი მისცეს, ასე რომ მისი ხნის კაცს ასეთი საქციელი არ შეეფერება.
არჩილ ჭყოიძე: ადრეც ვთქვი და ახლაც აღვნიშნავ, რომ შეუფერებელი საქციელია ეს პარლამენტარისთვის და მითუმეტეს მისი ასაკის ადამიანისთვის, რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი შეხვედრის მერე „არასერიოზული კაცი“ მიწოდა, მინდა გითხრათ, რომ ამ შეხვედრის შესახებ იცოდა და ისიც იცოდა, რომ საუბრებში აღვნიშნავდი კიდეც. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და მისმა მეგობარმა შეგვახვედრა. მე პასუხს გავცემ ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ეს ბატონი მამაჩემზე უფროსია, ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ უფროს ადამიანთან არ შევსულიყავი პოლემიკაში, მაგრამ ახლა, როცა მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დატუქსა, ჩემს შეხედულებას აღარ დავმალავ. ადამიანი, რომელიც საკმაოდ უხეშად ექცევა ჟურნალისტებს, ყველას აკრიტიკებს და ცდილობს შეუვალი ადამიანის ნიღაბი მოიგოს, ახლა ამბობს, რომ ივანიშვილმა დატუქსა. აქედან გამომდინარე, შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვიფიქროთ-მას სჭირდება ბიძინასთან მლიქვნელობა, აი, ამიტომაც ვთვლი, რომ ადამიანი შენს პოზიციას უნდა აფიქსირებდე ყველასთან განურჩევლად სტატუსისა და არა როგორც თოფაძე, რომელიც ოლიგარქისგან დატუქსვებს იღებს.
- თუმცა მხოლოდ თოფაძე არ გამოირჩევა საქართველოს პარლამენტში სკანდალური განცხადებებით, რომლებზეც შემდეგ ბოდიშის მოხდა უხდებათ, არ უფიქრდებიან თუ?
-ძალიან კარგადაც უფიქრდებიან. მათი მთავარი ამოცანაა აქონ და ადიდონ ბიძინა ივანიშვილი, რათა პირადი და ოჯახური კეთილდღეობა შეინარჩუნონ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც შეცდომას არ უშვებს, მაგრამ დეპუტატების უმეტესობა ყველაზე საუბრობს ივანიშვილის გარდა და ეს თავად ბატონი ბიძინასთვის არის ცუდი, რადგან მას აღარ ჰყავს შენიშვნის მიმცემი თუ ცუდი მხარეების დამნახავი და მთქმელი. ამბობენ, რომ არ მოსწონთ პრეზიდენტი, მერი, მაგრამ იმას არ ამბობენ, რომ ისინი სწორედ ივანიშვილმა მოიყვანა. არ მოსწონთ დეპუტატი და იქვე აქებენ ბიძინას, საქართველოში ჩამოყალიბდა კასტები, რომლებიც აქებენ და ადიდებენ იმას, ვინც ხელისუფლებაშია. გმობენ კოჰაბიტაციას და აქებენ ბიძინას, რომლის პრემიერობის დროს დაიწყო ეს პროცესი. აი, ასეთმა მორჩილებამ დაღუპა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მეორეც, სააკაშვილის-როცა მათ მხოლოდ ქება ესმოდათ, აღარ ჰქონდათ კრიტიკა, დაემართათ ის, რაც დაემართათ და იგივე დაემართება ივანიშვილთან, თუ კიდევ დაუჯერებს სხვებს და ეგონება, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. მე ჯანსაღ კრიტიკაზე ვსაუბრობ და არა უზრდელებებზე, ან ეთიკის ნორმების დარღვევაზე.
-ამბობთ, რომ პოლიტიკაში ერთი და იგივე სახეები ტრიალებს და ამიტომაც ძვრა არ გვაქვს. ე.ი. ფიქრობ, რომ საჭიროა ახალი ძალა, ახალი სახეები... თუმცა ახალ სახესაც, მაგალითად ლეონიდ ჩერნიშევსკისაც აკრიტიკებ და არ მოგწონთ. რატომ?
-არ მომწონს, მასე არ არის, მე მას პიროვნულად არ ვიცნობ, ასე რომ როგორც პიროვნებაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს 99%-ით უფრო კარგად იცნობს, ვიდრე ქართველები, რომ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა და არ იცის ამ ქვეყნის ენა, ეს მიუღებელია. თუ ამდენი წელია საქართველოსთან შეხება აქვს და ასე ძალიან უყვარს, რატომ არ ისწავლა? ელჩებიც კი სწავლობენ საქართველოში ენას და კიდევ ერთი, მან თქვა, რომ ვერტმფრენით მოიარა მთელი საქართველო. ვერტმფრენით კი არა, ფეხით უნდა მოიაროს, ტალახში კალოშები ჩაიცვას, წვიმაში ბოტები და ასე მოიაროს მთელი ქვეყანა. აი, ეს არის, თორემ პიროვნებასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს.
საერთოდ, ჟურნალისტებიც აშავებთ-ჩერნიშევსკის ინტერვიუები რუსულად მიმდინარეობს, არადა ეს ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც სხვებს სიტყვას არ არჩენენ-ოკუპანტის ენაზე რატომ საუბრობთო, მაგრამ ჩერნიშევსკი ხომ ოლიგარქია და მასთან ოკუპანტის ენაც და ოკუპაციაც კარგავს ძალას. სამწუხაროდ, ჩვენი სენიც ეგ არის, როგორ და რა გზით მივუახლოვდეთ ფულიან ადამიანს. აბა წარმოიდგინეთ, დავუშვათ მოიგო არჩევნები , პარლამენტში სინქრონით უნდა ვუთარგმნოთ? თუ ასე უყვარს საქართველო, ქართულსაც ისწავლიდა.
-კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საუბარი შენ კარგა ხნის წინ დაიწყე და პირდაპირ ეთერებშიც კი გამოგიწვევია კონფლიქტირუ სიტუაციები-ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება. ამ ბოლო ხანებში არაფერი გვსმენია შენგან ამ თემაზე, აზრი ხომ არ შეიცვალე?
-არაფერი წარმოდგენა არ შემცვლია. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ უმცირესობა ვცემოთ, ჩავქოლოთ. ყველას უნდოდა გამოეყვანა ჩვენგან მონსტრი, მაგრამ ეს ასე არ არის, თავად ადამიანებს არც არასდროს შევხებივართ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი - არ შეიძლება ამ თემის პროპაგანდა. მათ არ უნდა მოაწყონ აღლუმები, არ უნდა იყვნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რადგან უფალმა შექმნა ქალი და კაცი და მათ კავშირს ეწოდა ქორწინება. მათ აქვთ თავიანთი უფლებები და თუ ვინმე დაარღვევს ამას, ის უნდა დაისაჯოს, მაგრამ მათაც უნდა იციდნენ, რომ ამ ყველაფრის პროპაგანდა არ უნდა მოხდეს და არც ტელევიზიებშია საჭირო ამ თემაზე განუწყვეტელი საუბარი საჭირო.
-რამდენადაც გავიგეთ, მომავალ კვირას თქვენ მიმართავთ პარლამენტს და მოითხოვთ აიკრძალოს პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან.
-დიახ, ვაპირებთ. პარტიები უნდა ფინანსდებოდნენ არა ბიუჯეტიდან, არამედ თვითდინებით, ხალხისგან. იმ თანხებიდან, რომელიც პარტიების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან გამოიყოფა, უმეტესი ნაწილი ჩვენი ჯიბიდან არის წასული, ჰკითხა ხალხს ვინმემ უნდა თუ არა იგივე ნაციონალების, ოცნების, რესპუბლიკელების ან ნებისმიერი პარტიის დაფინანსება? რატომ უნდა დავაფინანსო ჩემი ჯიბიდან წასული ფულით ნათელაშვილი? ეს ფული ხომ უამრავი პრობლემის მოგვარებაზე შეიძლება გამოიყენო და არა პარტიის დასაფინანსებლად. ასეთ დროს, როცა პარტიას აფინანსებს ხალხი, ქვეყანაში სხვა სიტუაციაა და ხალხს აქვს დიდი ძალა, ჩვენთან კი პირიქით არის, თუ პარტია აფინანსებს ამ ხალხს და მათგან ხმებსაც ყიდულობს, უკვე ხელისუფლებაში მოსული არაფერს არ გააკეთებს ხალხისთვის. აი, ამიტომ გვინდა მოვითხოვოთ შეწყდეს პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსება!
პოლიტიკა
- მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ? - ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს
- როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ხარაზიშვილი, რომელიც „მაგნიტსკის სიაშია“ და ფაქტობრივად, „მგლის ბილეთით“ გაუშვა თანამდებობიდან - ლევან ხაბეიშვილი
- 2024 წლის გაზაფხულის აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავების მიმართ პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ნოემბერ-მარტის აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობა შექმნა - ლევან იოსელიანი
- „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს დასავლურ არენაზე ლეგიტიმაციის მოპოვებას, მოგზაურობით და იმ გზით, რაც მათ დაისახეს, ამას ვერ შეძლებენ - პეტრე ცისკარიშვილი
საზოგადოება
- ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა
- ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში „თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართება
- რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
სამართალი
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
- ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში - გიორგი ბაჩიაშვილი
მსოფლიო
- ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი
- უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ენგელსის ნავთობბაზაზე, რომელიც რუსულ სტრატეგიულ თვითმფრინავებს საწვავით ამარაგებს
- რუსებმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანეს - დაიღუპა 4 და დაშავდა 20 ადამიანი
- ილონ მასკი უბრალოდ გაგიჟდა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში Shell-ისა და Mobil-ის პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება იმოქმედებს
- Behind the scene – უნიკალური გამოცდილება Porsche-ს მფლობელებისთვის
- Volvo Personal Service – როდესაც სერვისი პერსონალურ გამოცდილებად იქცევა
- „თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება