საუდის არაბეთი მზად არის სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სპეცრაზმი გაგზავნოს

საქართველო, თბილისი - 10:19 | 09.02.2016
ნანახია: 1846

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ერ-რიადი მზად არის სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სპეცრაზმი გაგზავნოს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

მინისტრის თქმით, საუბარია სახმელეთო ძალების კონტიგენტისა ან სპეცრაზმის გაგზავნის შესახებ.

”საუდის არაბეთის სამეფო მზადყოფნას გამოთქვამს სახმელეთო ოპერაციების ჩატარების შემთხვევაში სპეცრაზმი გაგზავნოს”, - განაცხადა ალ-ჯუბეირმა აშშ-ის სახელმწიფო მინისტრთან ჯონ კერისთან ვაშინგოტნში გამართული შეხვედრის შემდეგ.

საუდის არაბეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა უწყებების შეხვედრის მთავარი თემა სირიასა და იემენში არსებული ვითარება იყო.

მანამდე სირიაში სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სამხედრო ძალების გაგზავნის შესახებ საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმაც განაცხადა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე