ნატო-მ დაიწყო სამხედრო წვრთნები ბირთვული ომის სცენარით
საქართველო, თბილისი - 13:00 | 19.10.2021 ნანახია: 1008
ნატო-ს 14 ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო წვრთნები, რომლის სცენარი ბირთვული ომის შემთხვევაში, ალიანსის შესაბამის ქმედებებს ითვალისწინებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გერმანიისა და ნატო-ს 13 წევრი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ალიანსის ტერიტორიების დაცვის მიზნით დაიწყეს ყოველწლიური წვრთნები ბირთვული იარაღის გამოყენებით. მანევრებში სახელწოდებით „მტკიცე შუადღე“ (Steadfast Noon) ჩართულია ათობით თვითმფრინავი, მათ შორის ბირთვული იარაღით აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები და სადაზვერვო თვითმფრინავები.
ოფიციალური მონაცემებით, წელს სწავლება ალიანსის ტერიტორიის სამხრეთ საჰაერო სივრცეში მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს,რომ მანევრების ფარგლებში შესაძლოა, გამოყენებული იყოს ამერიკული B61 ტიპის ბირთვული ბომბი, რომელიც დაუდასტურებელი მონაცემებით, ინახება ჩრდილოეთ იტალიაში გედის სამხედრო ავიაბაზაზე. ამასთან, ნატო-ში არ აკონკრეტებენ წვრთნების ზუსტ ადგილმდებარეობასა და სხვა დეტალებს.
სამხედრო ექსპერტების ინფორმაციით, სწავლების დროს მოხდება ამერიკული ბირთვული იარაღის ტრანსპორტირება მიწისქვეშა საცავიდან და მისი მიმაგრება გამანადგურებლებთან. თუმცა საწვრთნელი ფრენები ბომბის გარეშე შესრულდება.
ნატო-ს ბირთვული პოლიტიკა ითვალისწინებს, რომ პარტნიორ ქვეყნებს საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ გამოიყენეონ ევროპაში დისლოცირებული აშშ-ის ბირთვული ქობინები. ოფიციალურად დაუდასტურებელი მონაცემებით, ამერიკული ბირთვული იარაღი განთავსებულია ასევე ბელგიაში, თურქეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში.
უნდა ითქვას, რომ სამხედრო ექსპერტები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად აფასებენ ბირთვული ომის საფრთხეს. ამის მიზეზი საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან აშშ-სა და რუსეთის გასვლა სახელდება. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, რუსეთის მიერ 9M729 ტიპის რაკეტის შემუშავება გახდა, რომელსაც 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლია ფრენა. ვაშინგტონი და ნატო მიიჩნევენ, რომ მოსკოვმა ახალი რაკეტის შექმნით ხელშეკრულება დაარღვია.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















