ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში დადგება მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 17:41 | 19.10.2021
ნანახია: 477

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა და "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ სავარაუდოდ,  3-4 დღეში დადგება მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის საკითხი.

 "ჯანმრთელობის მდგომარეობას უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები, კერძოდ ფერს, ავადმყოფური ფერია, მოტორიკა შენელებულია, უჭირს გადაადგილება, რაც მე შევატყვე, თუმცა აბსოლუტურად პარადოქსულად ჩემთვის, მისი მსჯელობა აბსოლუტურად უპრობლემოა და არავითარი ცვლილება არ ეტყობა. მსჯელობას აზროვნებას და კომუნიკაციას და რაც მთავარია ოპტიმიზმი ძალიან მაღალ ხარისხში. ასე რომ, მგონია რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება, თუმცა ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში ალბათ დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი, - ამბობს ნიკა გვარამია.


 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე