როდესაც საქართველოს დევნილი მესამე პრეზიდენტი ბრუნდება, ეს არის გმირობის აქტი და ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება - ბექა ბასილაია
საქართველო, თბილისი - 21:31 | 20.10.2021 ნანახია: 729
როდესაც საქართველოს დევნილი მესამე პრეზიდენტი ბრუნდება, ეს არის გმირობის აქტი და ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენას დაესწრო.
ბექა ბასილაიას განცხადებით, ბრალის ოფიციალურად წარდგენას თავად მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებია. პროკურორმა ბრალდების დადგენილება ციხეში მხოლოდ ადვოკატებს გააცნო.
"მიხეილ სააკაშვილმა შეგნებულად, საიმისოდ, რომ "ქართულ ოცნებას" არ ჰქონოდა პროვოკაციების საბაბი და არ მოეწყო დაპირისპირება ქართველ ხალხს შორის, აირჩია უმძიმესი, ურთულესი და გმირული გზა საქართველოში დასაბრუნებლად. როდესაც საქართველოს დევნილი მესამე პრეზიდენტი ბრუნდება, ეს არის გმირობის აქტი და ეს არის ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება. მადლობა "ქართულ ოცნებას", რომ ეს ასახეს დოკუმენტურად. ეს არის ისტორიული დოკუმენტი. მრავალი წელი გავა და ქართველი ხალხი იამაყებს მესამე პრეზიდენტის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯით", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ამასთან, ადვოკატმა ბასილაიამ ისაუბრა ელგუჯა ცომაიას თაობაზეც, რომელსაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა იმ მიზეზით, რომ ის მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთაში დაეხმარა.
"ცომაია არის ნამდვილად ღირსეული ადამიანი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს და შესაბამისად, ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას დაუდგა გვერდით. გავა დრო და ელგუჯა ცომაია გმირად ჩაეწერება", - აცხადებს ბასილაია.
შეგახსენებთ, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედ
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















