კანონში არსად წერია, რომ ვინმეს თვითმკვლელობის უფლება აქვს - სიმონიშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 13:43 | 29.10.2021
ნანახია: 400

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ  საქართველოს კანონმდებლობაში თვითმკვლელობის უფლების შესახებ არაფერი წერია. სიმონიშვილის კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს.

"კანონმდებლობაში არსად არ წერია, იმის შესახებ რომ ვინმეს აქვს თვითმკვლელობის უფლება, ეს არის ტყუილი. ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერისგან არავითარ სამართლებრივ ლოგიკაში არ ჯდება, თუმცა ამ ყველაფერს უფრო დიდი პოლიტიკური მიზანი გააჩნია, იმ პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, რომლეიც სამწუხრაოდ, დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს. ასეთი განცხადებები პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თქვა, რომ "კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე